Monday, December 5, 2011

წმინდა სიყვარული



გულის ძირიდან, მძაფრად მოსჩანს შენი სახება,
გული განიცდის, გრძნობს და სულზე ფიფქები ათოვს,
ნუშის ყვავილის სივარდისფრე, უხმობს სინაზეს,
დილა მაისის, ჩემს არსებას ბოლომდე ათბობს.
სუნთქვას სინაზით, გამჭვირვალე შეუსხამს ფრთები
გადაფრენილა, მოუვლის მთელი სამყარო,
ქვეყნად ვერავინ უპოვნია, მას შენი მსგავსი
და ვერც ისეთი შენს მშენებას, რომ შეადაროს.
და სიო ნაზად, სპეტაკ ზღვის პირს გრძნობას აუწეწს,
შემდეგ სინაზით, ზღვის ტალღებზე დაიწყებს ცურვას,
მძაფრი შეგრძნებით სავსე იტყვის, თმაგაწეწილი ,
რომ ჯერ ვერასდროს განიცადა, გულით რაც სურდა.
მზე ისევ ათბობს გულის ძაფებს, გრძნობას მინათებს
და სიყვარული მიმაჩნია წმინდად ამიტომ,
ვერვინ განიცდის ქვეყნად წმინდა, ნეტარ სამოთხეს,
უზენაესი გრძნობის ფასი თუ ვერ გაიგო!..